- პროექტის სახელწოდება: აირჩიეთ სამოგზაუროთ მსოფლიოს ქვეყნები.
- პროექტის მთავარი იდეა(თმა) 1-2 წინადადებით: ტურისტული ბიუროს წარმომადგენელი ვირტუალურად გამოგზაურებთ მსოფლიოს რამოდენიმე ქვეყანაში კერძოდ წარმოდგენილია შემდეგი ქვეყნები : საფრანგეთი, ეგვიპტე ,საბერძნეთი,იზრაელი და ინდოეთი.
- პროექტის აქტუალობა: ა) მოსწავლეები უკეთ გაიცნობენ მსოფლიოს რამოდენინე ქვეყანას; ბ) მოსწავლეებს გამოუმუშავდებათ ინფორმაციის მოძიების, დამატებით ლიტერატურაზე და ისტ-ის გამოყენების უნარ-ჩვევას; გ) ისწავლიან ჯგუფური მუშაობის შედეგად ურთიერთანამშრომლობას. დ) გაკეთდება ვიდეო ბლოგი თვალსაჩინოებისათვის; შეიძენენ კვლევის დისკუსიის, საკუთარი აზრის გამოხატვის უნარ ჩვევებს;
- პროექტის მიზნები: რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია მიიღონ ჩამოთვლილი ქვეყნების შესახებ; გაიღრმავონ გაკვეთილებზე მიღებული ცოდნა დამატებითი მასალების მოძიების ხარჯზე, გამოიყენონ საინფორმაციო ტექნოლოგიები შესაძლო პროდუქტების შესაქმნემნელად
- მონაწილეთა ასაკი: მე-10კლასი (14-15 წ.)
- ვადები /ხანგრძლივობა/: ერთი თვე
- მოსალოდნელი შედეგი : რაც შეიძლება მივიღოთ არის, ის რომ ბავშვები გამოიმუშავებენ, კვლევა-ძიების, დამატებითი ლიტერატურის და ისტის გამოყენების უნარ ჩვევას. ისწავლიან ჯგუფურ მუშაობას და ურთიერთთანამშრომლობას, უფრო აზრიანად და ნაყოფიერად გამოიყენებენ საინფორმაციო ტექნოლოგიებს; მოსწავლეებს ჩამოუყალიბდებათ მსოფლიოს ქვეყნების უკეთ შესწავლის, დამატებითი ლიტერატურის გამოყენების, დაკვირვების ,,ადამიანებთან თანამშრომლობის და ურთიერთობის უნარი.
- პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: მასალების მოძიება --,წიგნებიდან, ჟურნალებიდან, ინტერნეტიდან. კვლევა, დისკუსია, საკუთარი აზრის გამოხატვა.
- პროექტის მსვლელობა: პრეზენტატორები გააცნობენ თავის თანატოლებს ინტერნეტის საშუალებით თავის პროექტს. მოსწავლეებს ვთავაზობთ ამა თუ იმ ქვეყნის მოკლე დახასიათებას ზემოთ ჩამოთვლილ ობიექტების, ისინი ვირტუარულად მიემგზავრებიან ჩამოთვლილ ქვეყნებში; ბავშვები დაიყოფებიან ხუთ ჯგუფად და თითოეული ჯგუფი თავისი ინტერესის მიხედვით ირჩევს სამოგზაუროდ თითო-თითო ქვეყანას, იმის მიხედვით თუ რომელი ქვეყანაა, მისი ინტერესის სფერო; ჯგუფები ინტერესის მიხედვით აირჩევენ: საფრანგეთს, საბერძნეთს, ეგვიპტეს, იზრაელს და ინდოეთს. მოსწავლეების მიერ მოძიებული მასალა შეეხბა: აღნიშნული ობიექტების მოკლე გეოგრაფიულ დახასიათებას.(მდებარება, ბუნება, მოსახლეობა, მმართველობის ფორმა, ძირითადი ქალაქები, ღირსშესანიშნაობები, რელიგია და კულტურა). ამავე თემაში წარმოადგენენ საინტერესო მასალას ტურიზმის განვითარების შესახებ..
- საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: გამოიკვეთა კავშირი შემდეგ დისციპლინებთან: ისტორია (პროექტებში იქნა გამოყენებული მრავალი ისტორიული მასალა) ხელოვნება და კულტურა (გამოყენებულ იქნა სხვადასხვა ისტორიული ძეგლი და ღირსშესანიშნაობა) რელიგია (განიხილავენ სხვადასხვა ქვეყანაში არსებულ რელიგიას )
- პროექტის ხელმძღვანელი: ნანი გოგაშვილი
- ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: nanigogashvili@gmail.com
- პროექტის ვებ-გვერდი /ბლოგი/: http://nanigogashvili.blogspot.com/
Sunday, July 10, 2016
პროექტი -ამოირჩიე სამოგზაუროდ ქვეყანა.
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment