Tuesday, November 8, 2016


გაკვეთილის თემა
გვჭირდება თუ არა გლობალიზაცია?
საგანი
გეოგრაფია
მასწავლებელი
ნანი გოგაშვილი
სწავლების საფეხური
საშუალო
მოქმედი პროფილი

კლასში არ არის ასეთი პროფილის მოსწავლე
აქტუალობა
გლობალიზაცია არის გლობალური პრობლემა, მისი დადებითი და უარყოფითი შედეგების განხილვის შედეგად მოსწავლეები დაინახავენ  არის თუ არა ჩვენი  ქვეყნისათვის აუცილებელი გლობალიზაცია და როგორ გამოვიყენოთ ჩვენ ქვეყანაში სამომავლოდ.
სასწავლო მიზნები და მოსალოდნელი შედეგები
გაკვეთილის მიზანი:მოსწავლემ უნდა გააანალიზოს ზოგადად გლობალიზაცია, მისი სიკეთე და საფრთხეზე სათანადო დასკვნა გააკეთოს, იმსჯელოს რა სიკეთის მოტანა შეუძ ლია გლობალიზაციას  საქათველოსათვის ,დასმულ პრობლემას გადაჭრიან.
  შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·        ანსხვავებს ტერმინებს ”გლობალიზაცია” და ”გლოსალიზაცია”;
·        აანალიზებს გლობალიზაციის ინდექსის გაზომვის მეთოდს (კოფ-ის (KOF)ინდექსი, ათ კერნეის (AT Kearney) ინდიკატორები) და მსჯელობს თითოეული კრიტერიუმის (პოლიტიკური გლობალიზაცია, ეკონომიკური გლობალიზაცია, სოციალური გლობალიზაცია, პერსონალური კონტაქტები, ინფორმაციული კავშირები, კულტურული სიახლოვე) სივრცობრივ განაწილებაზე;
გა         გ ამოთქვამს ვარაუდს გლობალურ პრობლემებს შორის მიზეზ-შედეგობრივ კავშირებზე და ადგენს შესაბამის სქემას;
·        შეიმუშავებს გლობალური პრობლემების ჩამონათვალს და ადარებს არსებულს; აანალიზებს პრობლემების წარმოშობისა და ტრანსფორმაციის (წარმოქმნა, გამძაფრება,
 მოგვარება, ჩანაცვლება) მიზეზებს; შედეგი თვალსაჩინოა თუ მოსწავლე ააანალიზებს და ანსხვავებს გლობალიზაციას გლოსალიზაციისაგან.მსჟელობს გლობალიზაციის სიკეთეზე, დასმული პრობლემა გადაჭრილია და სათანადო დასკვნის გაკეთება შეუძლია


·        გლობალური პრობლემების ნუსხიდან გამოარჩევს საქართველოსათვის ყველაზე აქტუალურ პრობლემებს; განსაზღვრავს მათ ტრანსფორმაციას სივრცესა და დროში; ადგენს პრობლემის მიმდინარეობის ამსახველ სქემას.

მოსწავლის წინარე ცოდნა
მოსწავლე უნდა ფლობდეს განმარტებას გლობალიზაციის და გლოსალიზაციის შესახებ,შეეძლოს k0F-ინდექსის (ეკონომიკური,პოლიტიკური,სოციალური, კულტურული) განსაზღვრა.ადარებს ჩამონათვალს, მსჯელობს გლობალიზაციის სიკეთეზე და საფრთხეზე  მსოფლიოს გლობალურ პრობლემებს აკავშირებს ;;საქართველოსათვის ყველაზე აქტუალურ პრობლემებთან,აკეთებს დასკვნას .
გაკვეთილის მსვლელობა
(საკლასო მენეჯმენტი)
მასწავლებელი ატარებს გაკვეთილ- დისკუსიას „ გონებრივი იერიშით““გაკვეთილს  ვიწყებ დისკუსიის წესების განხილვით. მოკლე მიმოხილვა  გაკვეთილის თემის ირგვლივ/ 1წთ/
  ვაჩვენებ  ვიდეოს ფრაგმენტს  თემაზე: რა არის  გლობალიზაცია /3/ წთ.
  ვიდეო მასლის ნახვის  შემდეგ  წინარე ცოდნის გამოყენებით ვახასიათებთ გლობალიზაციას, გლოსალიზაციას. ვსვამ კითხვებს პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული  გლობალიზაციის შესახებ, მოსწავლეები მსჯელობენ ამ მიმარtულების  დადებით და უარყოფით მხარეებზე; ვაჩვენებ ვიდეომასლის ფრაგმენტს /?საქართველოს გლობალიზაციის შესაბ
ხებ დ ა ვაკეთებთ დასკვნას  სჭირდება თუ არა საქართველოს გლობალიზაცია.დასკვნას აკეთებს ექსპერტთა  ჯგუფი.წინარე ცოდნის გამოყენებით ვახდენთ კონსტრუირებას და შეჯამებას .აქტივობის განსახორციელებლად ვიყენებ დისკუსიას კლასი დაყოფილი იქნება შემდეგნაირად : ერთი ჯგუფი ისაუბრებს გლობალიზაციის სიკეთეზე მეორე უარყოფით მხარეზე, გვეყოლება ექსპერტთა ჯგუფი, რომლებიც შესაბამის დასკვნას გააკეთებენ კლასის ნაამბობიდან გამომდინარე გვჭირდება  თუ არა გლობალიზაცია
შეფასება და თვითშეფასება
მინდა ავღნიშნო,გაკვეთილზე მიზანს მივაღწიე მოსწავლეებმა შესაბამისი აქტივობის გამოყენების შედეგად ჭარმატებით გაართვეს თავი,თუმცა  ტექნიკური მიზეზის გამო ვერ გახსნა შესაბამი9სი დიაგრამა და სქემა.



III დონე (8-10 ქულა)
II დონე (5-7 ქულა)
I დონე (1-4 ქულა)
მოსმენა
ყოველთვის უსმენს და თვალყურს ადევნებს ორატორს
ხშირად უსმენს და უყურებს ორატორს
იშვიათად უსმენს და უყურებს ორატორს
საუბარი
მკაფიოდ მეტყველებს და უყურებს მსმენელებს
ძირითადად მეტყველება გასაგებია და უყურებს მსმენელებს
მეტყველება არამკაფიოა, მსმენელებს უჭირთ გაგება
არავერბალური კომუნიკაცია
შეუძლია ეფექტურად აღიქვას და გამოიყენოს არავერბალური კომუნიკაციის ფორმები (თვალი, ჯესტებით, გამომეტყველებით, ხმით)
ხშირად შეუძლია დაამყაროს არავერბალური კონტაქტი
იშვიათად იყენებს არავერბარულ კომუნიკაციის ფორმებს
მონაწილეობა
უჩვენებს ინტერესს დისკუსიის თემისადმი საჭირო კომენტარებით და აზრების გამოთქმით
ძირითადად გამოხატავს ინტერესს. კომენტარები და აზრები ყოველთვის არაა თემის შესატყვისი
მცირე ინტერესი აქვს. არ გამოხატავს ან ვერ უკავშირებს თავის მოსაზრებებს სადისკუსიო თემას
კოოპერაცია
თანამშრომლობს თანაკლასელებთან, აცლის სხვებს აზრის გამოთქმას და იცავს დიკუსიის წესებს
ძირითადად თანამშრომლობს თანაკლასელებთან, ზოგჯერ ერთვება სხვის საუბარში. ძირითადად იცავს დისკუსიის წესებს
იშვიათად თანამშრომლობს და იცავს დისკუსიის წესებს
მოსაზრების არგუმენტირება
მოსაზრება ორიგინალურია და გამყარებულია ფაქტებით, ცნებებით, არის ლოგიკური კავშირი საკითხთან
მოსაზრების გასამყარებლად გამოყენებულია სადავო ფაქტები და ცნებები
მოსაზრება მოკლებულია ლოგიკურ კავშირს საკითხთან და არ არის გამყარებული ფაქტებით