|
გაკვეთილის თემა
|
გვჭირდება თუ არა გლობალიზაცია?
|
|
საგანი
|
გეოგრაფია
|
|
მასწავლებელი
|
ნანი გოგაშვილი
|
|
სწავლების საფეხური
|
საშუალო
|
|
მოქმედი პროფილი
|
კლასში არ არის ასეთი პროფილის მოსწავლე
|
|
აქტუალობა
|
გლობალიზაცია
არის გლობალური პრობლემა, მისი დადებითი და უარყოფითი შედეგების განხილვის შედეგად
მოსწავლეები დაინახავენ არის თუ არა ჩვენი ქვეყნისათვის აუცილებელი გლობალიზაცია და როგორ
გამოვიყენოთ ჩვენ ქვეყანაში სამომავლოდ.
|
|
სასწავლო მიზნები და მოსალოდნელი შედეგები
|
გაკვეთილის მიზანი:მოსწავლემ უნდა გააანალიზოს
ზოგადად გლობალიზაცია, მისი სიკეთე და საფრთხეზე სათანადო დასკვნა გააკეთოს,
იმსჯელოს რა სიკეთის მოტანა შეუძ ლია გლობალიზაციას საქათველოსათვის ,დასმულ პრობლემას გადაჭრიან.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
· ანსხვავებს ტერმინებს ”გლობალიზაცია” და
”გლოსალიზაცია”;
· აანალიზებს გლობალიზაციის ინდექსის გაზომვის
მეთოდს (კოფ-ის (KOF)ინდექსი, ათ კერნეის (AT Kearney) ინდიკატორები) და მსჯელობს თითოეული კრიტერიუმის (პოლიტიკური
გლობალიზაცია, ეკონომიკური გლობალიზაცია, სოციალური გლობალიზაცია, პერსონალური
კონტაქტები, ინფორმაციული კავშირები, კულტურული სიახლოვე) სივრცობრივ
განაწილებაზე;
გა გ ამოთქვამს ვარაუდს გლობალურ პრობლემებს შორის მიზეზ-შედეგობრივ კავშირებზე
და ადგენს შესაბამის სქემას;
· შეიმუშავებს გლობალური პრობლემების ჩამონათვალს და ადარებს
არსებულს; აანალიზებს პრობლემების წარმოშობისა და ტრანსფორმაციის (წარმოქმნა,
გამძაფრება,
მოგვარება, ჩანაცვლება) მიზეზებს; შედეგი თვალსაჩინოა თუ მოსწავლე ააანალიზებს და
ანსხვავებს გლობალიზაციას გლოსალიზაციისაგან.მსჟელობს გლობალიზაციის სიკეთეზე,
დასმული პრობლემა გადაჭრილია და სათანადო დასკვნის გაკეთება შეუძლია
· გლობალური პრობლემების ნუსხიდან გამოარჩევს საქართველოსათვის ყველაზე
აქტუალურ პრობლემებს; განსაზღვრავს მათ ტრანსფორმაციას სივრცესა და დროში; ადგენს პრობლემის მიმდინარეობის
ამსახველ სქემას.
|
|
მოსწავლის წინარე ცოდნა
|
მოსწავლე უნდა ფლობდეს განმარტებას გლობალიზაციის და გლოსალიზაციის შესახებ,შეეძლოს
k0F-ინდექსის
(ეკონომიკური,პოლიტიკური,სოციალური, კულტურული) განსაზღვრა.ადარებს ჩამონათვალს,
მსჯელობს გლობალიზაციის სიკეთეზე და საფრთხეზე
მსოფლიოს გლობალურ პრობლემებს აკავშირებს ;;საქართველოსათვის ყველაზე აქტუალურ
პრობლემებთან,აკეთებს დასკვნას .
|
|
გაკვეთილის მსვლელობა
(საკლასო მენეჯმენტი)
|
მასწავლებელი ატარებს გაკვეთილ- დისკუსიას „ გონებრივი იერიშით““გაკვეთილს ვიწყებ დისკუსიის წესების განხილვით. მოკლე მიმოხილვა გაკვეთილის თემის ირგვლივ/ 1წთ/
ვაჩვენებ ვიდეოს ფრაგმენტს თემაზე: რა არის გლობალიზაცია /3/ წთ.
ვიდეო მასლის ნახვის შემდეგ
წინარე ცოდნის გამოყენებით ვახასიათებთ გლობალიზაციას, გლოსალიზაციას. ვსვამ
კითხვებს პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული გლობალიზაციის შესახებ, მოსწავლეები მსჯელობენ
ამ მიმარtულების დადებით და უარყოფით მხარეებზე; ვაჩვენებ ვიდეომასლის
ფრაგმენტს /?საქართველოს გლობალიზაციის შესაბ
ხებ დ ა ვაკეთებთ დასკვნას სჭირდება
თუ არა საქართველოს გლობალიზაცია.დასკვნას აკეთებს ექსპერტთა ჯგუფი.წინარე ცოდნის გამოყენებით ვახდენთ კონსტრუირებას
და შეჯამებას .აქტივობის განსახორციელებლად ვიყენებ დისკუსიას კლასი დაყოფილი იქნება
შემდეგნაირად : ერთი ჯგუფი ისაუბრებს გლობალიზაციის სიკეთეზე მეორე უარყოფით მხარეზე,
გვეყოლება ექსპერტთა ჯგუფი, რომლებიც შესაბამის დასკვნას გააკეთებენ კლასის ნაამბობიდან
გამომდინარე გვჭირდება თუ არა გლობალიზაცია
|
|
შეფასება და თვითშეფასება
|
მინდა ავღნიშნო,გაკვეთილზე მიზანს მივაღწიე მოსწავლეებმა შესაბამისი
აქტივობის გამოყენების შედეგად ჭარმატებით გაართვეს თავი,თუმცა ტექნიკური მიზეზის გამო ვერ გახსნა შესაბამი9სი
დიაგრამა და სქემა.
|
|
|
III
დონე (8-10 ქულა)
|
II
დონე (5-7 ქულა)
|
I დონე (1-4 ქულა)
|
|
მოსმენა
|
ყოველთვის უსმენს და თვალყურს ადევნებს ორატორს
|
ხშირად უსმენს და უყურებს ორატორს
|
იშვიათად უსმენს და უყურებს ორატორს
|
|
საუბარი
|
მკაფიოდ მეტყველებს და უყურებს მსმენელებს
|
ძირითადად მეტყველება გასაგებია და უყურებს მსმენელებს
|
მეტყველება არამკაფიოა, მსმენელებს უჭირთ გაგება
|
|
არავერბალური
კომუნიკაცია
|
შეუძლია ეფექტურად აღიქვას და გამოიყენოს არავერბალური კომუნიკაციის
ფორმები (თვალი, ჯესტებით, გამომეტყველებით, ხმით)
|
ხშირად შეუძლია დაამყაროს არავერბალური კონტაქტი
|
იშვიათად იყენებს არავერბარულ კომუნიკაციის ფორმებს
|
|
მონაწილეობა
|
უჩვენებს ინტერესს დისკუსიის თემისადმი საჭირო კომენტარებით და აზრების
გამოთქმით
|
ძირითადად გამოხატავს ინტერესს. კომენტარები და აზრები ყოველთვის არაა
თემის შესატყვისი
|
მცირე ინტერესი აქვს. არ გამოხატავს ან ვერ უკავშირებს თავის მოსაზრებებს
სადისკუსიო თემას
|
|
კოოპერაცია
|
თანამშრომლობს თანაკლასელებთან, აცლის სხვებს აზრის გამოთქმას და იცავს
დიკუსიის წესებს
|
ძირითადად თანამშრომლობს თანაკლასელებთან, ზოგჯერ ერთვება სხვის საუბარში.
ძირითადად იცავს დისკუსიის წესებს
|
იშვიათად თანამშრომლობს და იცავს დისკუსიის წესებს
|
|
მოსაზრების არგუმენტირება
|
მოსაზრება ორიგინალურია და გამყარებულია ფაქტებით, ცნებებით, არის ლოგიკური
კავშირი საკითხთან
|
მოსაზრების გასამყარებლად გამოყენებულია სადავო ფაქტები და ცნებები
|
მოსაზრება მოკლებულია ლოგიკურ კავშირს საკითხთან და არ არის გამყარებული
ფაქტებით
|


