Wednesday, May 17, 2017

გეოგრაფიული კვლევა

გეოგრაფიული კვლევა თბილისის ძველ უბან ლეღვთახევში.











































Tuesday, November 8, 2016


გაკვეთილის თემა
გვჭირდება თუ არა გლობალიზაცია?
საგანი
გეოგრაფია
მასწავლებელი
ნანი გოგაშვილი
სწავლების საფეხური
საშუალო
მოქმედი პროფილი

კლასში არ არის ასეთი პროფილის მოსწავლე
აქტუალობა
გლობალიზაცია არის გლობალური პრობლემა, მისი დადებითი და უარყოფითი შედეგების განხილვის შედეგად მოსწავლეები დაინახავენ  არის თუ არა ჩვენი  ქვეყნისათვის აუცილებელი გლობალიზაცია და როგორ გამოვიყენოთ ჩვენ ქვეყანაში სამომავლოდ.
სასწავლო მიზნები და მოსალოდნელი შედეგები
გაკვეთილის მიზანი:მოსწავლემ უნდა გააანალიზოს ზოგადად გლობალიზაცია, მისი სიკეთე და საფრთხეზე სათანადო დასკვნა გააკეთოს, იმსჯელოს რა სიკეთის მოტანა შეუძ ლია გლობალიზაციას  საქათველოსათვის ,დასმულ პრობლემას გადაჭრიან.
  შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·        ანსხვავებს ტერმინებს ”გლობალიზაცია” და ”გლოსალიზაცია”;
·        აანალიზებს გლობალიზაციის ინდექსის გაზომვის მეთოდს (კოფ-ის (KOF)ინდექსი, ათ კერნეის (AT Kearney) ინდიკატორები) და მსჯელობს თითოეული კრიტერიუმის (პოლიტიკური გლობალიზაცია, ეკონომიკური გლობალიზაცია, სოციალური გლობალიზაცია, პერსონალური კონტაქტები, ინფორმაციული კავშირები, კულტურული სიახლოვე) სივრცობრივ განაწილებაზე;
გა         გ ამოთქვამს ვარაუდს გლობალურ პრობლემებს შორის მიზეზ-შედეგობრივ კავშირებზე და ადგენს შესაბამის სქემას;
·        შეიმუშავებს გლობალური პრობლემების ჩამონათვალს და ადარებს არსებულს; აანალიზებს პრობლემების წარმოშობისა და ტრანსფორმაციის (წარმოქმნა, გამძაფრება,
 მოგვარება, ჩანაცვლება) მიზეზებს; შედეგი თვალსაჩინოა თუ მოსწავლე ააანალიზებს და ანსხვავებს გლობალიზაციას გლოსალიზაციისაგან.მსჟელობს გლობალიზაციის სიკეთეზე, დასმული პრობლემა გადაჭრილია და სათანადო დასკვნის გაკეთება შეუძლია


·        გლობალური პრობლემების ნუსხიდან გამოარჩევს საქართველოსათვის ყველაზე აქტუალურ პრობლემებს; განსაზღვრავს მათ ტრანსფორმაციას სივრცესა და დროში; ადგენს პრობლემის მიმდინარეობის ამსახველ სქემას.

მოსწავლის წინარე ცოდნა
მოსწავლე უნდა ფლობდეს განმარტებას გლობალიზაციის და გლოსალიზაციის შესახებ,შეეძლოს k0F-ინდექსის (ეკონომიკური,პოლიტიკური,სოციალური, კულტურული) განსაზღვრა.ადარებს ჩამონათვალს, მსჯელობს გლობალიზაციის სიკეთეზე და საფრთხეზე  მსოფლიოს გლობალურ პრობლემებს აკავშირებს ;;საქართველოსათვის ყველაზე აქტუალურ პრობლემებთან,აკეთებს დასკვნას .
გაკვეთილის მსვლელობა
(საკლასო მენეჯმენტი)
მასწავლებელი ატარებს გაკვეთილ- დისკუსიას „ გონებრივი იერიშით““გაკვეთილს  ვიწყებ დისკუსიის წესების განხილვით. მოკლე მიმოხილვა  გაკვეთილის თემის ირგვლივ/ 1წთ/
  ვაჩვენებ  ვიდეოს ფრაგმენტს  თემაზე: რა არის  გლობალიზაცია /3/ წთ.
  ვიდეო მასლის ნახვის  შემდეგ  წინარე ცოდნის გამოყენებით ვახასიათებთ გლობალიზაციას, გლოსალიზაციას. ვსვამ კითხვებს პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული  გლობალიზაციის შესახებ, მოსწავლეები მსჯელობენ ამ მიმარtულების  დადებით და უარყოფით მხარეებზე; ვაჩვენებ ვიდეომასლის ფრაგმენტს /?საქართველოს გლობალიზაციის შესაბ
ხებ დ ა ვაკეთებთ დასკვნას  სჭირდება თუ არა საქართველოს გლობალიზაცია.დასკვნას აკეთებს ექსპერტთა  ჯგუფი.წინარე ცოდნის გამოყენებით ვახდენთ კონსტრუირებას და შეჯამებას .აქტივობის განსახორციელებლად ვიყენებ დისკუსიას კლასი დაყოფილი იქნება შემდეგნაირად : ერთი ჯგუფი ისაუბრებს გლობალიზაციის სიკეთეზე მეორე უარყოფით მხარეზე, გვეყოლება ექსპერტთა ჯგუფი, რომლებიც შესაბამის დასკვნას გააკეთებენ კლასის ნაამბობიდან გამომდინარე გვჭირდება  თუ არა გლობალიზაცია
შეფასება და თვითშეფასება
მინდა ავღნიშნო,გაკვეთილზე მიზანს მივაღწიე მოსწავლეებმა შესაბამისი აქტივობის გამოყენების შედეგად ჭარმატებით გაართვეს თავი,თუმცა  ტექნიკური მიზეზის გამო ვერ გახსნა შესაბამი9სი დიაგრამა და სქემა.



III დონე (8-10 ქულა)
II დონე (5-7 ქულა)
I დონე (1-4 ქულა)
მოსმენა
ყოველთვის უსმენს და თვალყურს ადევნებს ორატორს
ხშირად უსმენს და უყურებს ორატორს
იშვიათად უსმენს და უყურებს ორატორს
საუბარი
მკაფიოდ მეტყველებს და უყურებს მსმენელებს
ძირითადად მეტყველება გასაგებია და უყურებს მსმენელებს
მეტყველება არამკაფიოა, მსმენელებს უჭირთ გაგება
არავერბალური კომუნიკაცია
შეუძლია ეფექტურად აღიქვას და გამოიყენოს არავერბალური კომუნიკაციის ფორმები (თვალი, ჯესტებით, გამომეტყველებით, ხმით)
ხშირად შეუძლია დაამყაროს არავერბალური კონტაქტი
იშვიათად იყენებს არავერბარულ კომუნიკაციის ფორმებს
მონაწილეობა
უჩვენებს ინტერესს დისკუსიის თემისადმი საჭირო კომენტარებით და აზრების გამოთქმით
ძირითადად გამოხატავს ინტერესს. კომენტარები და აზრები ყოველთვის არაა თემის შესატყვისი
მცირე ინტერესი აქვს. არ გამოხატავს ან ვერ უკავშირებს თავის მოსაზრებებს სადისკუსიო თემას
კოოპერაცია
თანამშრომლობს თანაკლასელებთან, აცლის სხვებს აზრის გამოთქმას და იცავს დიკუსიის წესებს
ძირითადად თანამშრომლობს თანაკლასელებთან, ზოგჯერ ერთვება სხვის საუბარში. ძირითადად იცავს დისკუსიის წესებს
იშვიათად თანამშრომლობს და იცავს დისკუსიის წესებს
მოსაზრების არგუმენტირება
მოსაზრება ორიგინალურია და გამყარებულია ფაქტებით, ცნებებით, არის ლოგიკური კავშირი საკითხთან
მოსაზრების გასამყარებლად გამოყენებულია სადავო ფაქტები და ცნებები
მოსაზრება მოკლებულია ლოგიკურ კავშირს საკითხთან და არ არის გამყარებული ფაქტებით


Wednesday, October 5, 2016

გლობალიზაცია და ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნება სტატიის ავტორი: თეონა ნოზაძე | თარიღი: 27.02.2011 2 კომენტარი | 10,236 ნახვა globalizacionკულტურა წარმოიშვა ჯერ კიდევ პირველყოფილ ეპოქებში, როცა ტექნიკური პროგრესი შრომის პრიმიტიული საშუალებებით იყო შემოფარგლული. მას თავისი განსაკუთრებული და უნიკალური დანიშნულება გააჩნია. ამრიგად, ადამიანის სულიერი ფასეულობებისთვის როგორც წარსულში, ისე დღეს სრულიად უნიკალური მნიშვნელობა აქვს. ხელოვნების ქმნილებები ყველა ხალხს მოეპოვება თავის ქვეყანაში. მაგრამ საჭიროა ადამიანი, რომელიც შეძლებს ამ ქმნილებათა დაფასებას, თავისი წინაპრების კულტურის გაფრთხილებასა და თაობიდან თაობისთვის გადაცემას. ხშირად ისმის კითხვა, გლობალიზაცია კულტურისათვის უბედურების მომტანია თუ სიკეთის? რა მომავალი აქვს კულტურას გლობალიზებულ საზოგადოებაში? თუმცა, ალბათ, თავად საკითხის ამგვარად დასმა, – კულტურის გლობალიზაცია ბოროტებაა თუ სიკეთე, – არაკორექტულია, ვინაიდან გლობალიზაცია უკვე მოქმედი პროცესია, რომელიც ჩვენთვის ჯერ უცნობი კანონებით ვითარდება და პასუხის ძიება კითხვაზე: ,,ვინაა დამნაშავე?” – ვერ უშველის კულტურას, თვით გლობალიზაციასა და კაცობრიობას. ბუნებრივი გარემო დიდ გავლენას ახდენს საუკუნეთა განმავლობაში მცხოვრები ხალხის მენტალიტეტზე, კულტურის თავისებურებებზე, ტრადიციებზე, ფოლკლორზე. აღნიშნული შეხედულების დამტკიცება ადვილად შესაძლებელია ბუნებრივი გარემოსა და მასში მცხოვრები ხალხის კულტურის თავისებურებათა განხილვის შედეგად. ცნობილი ქართველი ფილოსოფოსი ზურაბ კაკაბაძე წერს: ,,ბუნება რამდენადმე სხვადასხვაგვარია საქართველოს ფარგლებს შიგნით, ამის შესაბამისად, რამდენადმე სხვადასხვაგვარია სიმღერები საქართველოს სხვადასხვა კუთხეში. როცა კახეთში ჩახჩახა მზით განათებულსა და მკვეთრად გამოკვეთილს, ცისაკენ ამაყად მზირალს, მხრებმაღალსა და ძვალმაგარ კავკასიონის მთებს შევყურებ, ასე მგონია, კახურ მრავალ-ჟამიერს ვისმენ, ხოლო იმერეთში ,,დაბინდულ ქლიავისფერი” მთების ხილვისას რამდენადმე სხვადასხვაგვარი მელოდია მომესმის – ნაკლებად მკვეთრი და ,,ჩახჩახა”, ნაკლებ შემართული, რიხიანი და ომახიანი, უფრო რბილი, ნიუანსობრივი, ნახევარ ტონებში ნათქვამი, ლირიული… ერთობ საგრძნობი და ხელშეუხებელია გურული ლანდშაფტისა და სიმღერების ურთიერთშესაბამისობა: მწვანედ აქოჩრილ, ხუჭუჭა მთებსა და გორაკებზე მკვირცხლად ,,მორბენალი”, მიხვეულ – მოხვეული ბილიკები და ნაკადულები შესანიშნავ ვიზუალურ ფონს ქმნიან კრიმანჭულიანი სიმღერებისათვის. იგივე შეიძლება ითქვას კახურ ,,მრავალჟამიერზე”, რაც გაშლილი ალაზნის ველისა და ამაყად აღმართული კავკასიონის მთების წიაღში შეიძლება დაბადებულიყო. მეგრულ-კოლხური ნაზი სიმღერები სუბტროპიკული რბილი ბუნების წიაღში აღმოცენდნენ. ბუნებრივი ლანდშაფტებისა და ფოლკლორის, ხელოვნების ურთიერთმიმართების საკითხი ასევე მტკიცდება სვანური ,,ლილეოს,” იმერული ,,საპოვნელასა” და სხვა შემთხვევებშიც. საბოლოო ჯამში თითოეული სიმღერა ერთი მთლიანი ქართული კულტურის შემადგენელი ნაწილია ბუნებისა და მის წიაღში საუკუნეთა მანძილზე მცხოვრები ხალხისა. ერის ფსიქოლოგიაზე, კულტურაზე გავლენას ახდენს ბუნებრივი გარემო.’’ ერების, კულტურების ხელოვნური შერწყმით, მათი გაქრობისაკენ სწრაფვით გლობალიზაციური პროცესების მმართველი მთავრობების საქმიანობამ კაცობრიობა შეიძლება მძიმე პრობლემების წინაშე დააყენოს. ამის სიმპტომები დღევანდელობაში მრავლადაა ტერორიზმის, ლოკალური კონფლიქტებისა და სხვათა სახით. ასეთ საშიშროებაზე ამახვილებს ყურადღებას უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე, რომელიც ახალი 2009 წლის წინა დღეებში წარმოთქმულ ქადაგებაში ამბობს: „ჩვენ ვცხოვრობთ საშიშ დროში, მსოფლიო გლობალიზაციის დროში. მე აგიხსნით იმას, თუ რა არის გლობალიზაცია. გლობალიზაციის დროს არსებობს სუბიექტი და ობიექტი… მაგრამ ჩვენ, ქართველმა ერმა უნდა ვიცოდეთ, რისი დათმობის უფლებაც არა გვაქვს – ყოველივე ის წმიდა, რაც ჩვენს მამა–პაპას ჩვენთვის დაუტოვებია.“ მართლაც, ეროვნული თვითმყოფადობა არის ის, რისი დაკარგვის უფლებაც არც ერთ ქართველს არ აქვს. „მსოფლიო გლობალიზაციის პირობებში სახელმწიფოთა პოლიტიკური და ეკონომიკური საზღვრები უწინდელ მნიშვნელობას კარგავს, რასაც თან სდევს ხალხებისა და კულტურების ასიმილირების რთული პროცესი, ამიტომ ეროვნული იდენტიფიკაციის უმთავრეს ფაქტორად კულტურული არეალიღა რჩება, მითუმეტეს, ისეთი პატარა ქვეყნისათვის, როგორიც საქართველოა. როგორც მისი უწმიდესობა და უნეტარესობა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი ილია მეორე თავის ერთ–ერთ ეპისტოლეში აღნიშნავს: ,,საქართველო მხოლოდ მაშინ გადარჩება და დაიმკვიდრებს ღირსეულ ადგილს მსოფლიოში, თუ ის, თავის ტრადიციებზე დაყრდნობით, შექმნის თანამედროვე ტექნოლოგიებსა და მიღწევებზე დაფუძნებულ ქართულ სახელმწიფოს. ამ ორივე პირობის შესრულება მეტად მნიშვნელოვანია ჩვენი არსებობისა და შემდგომი განვითარებისათვის. თუნდაც ერთ-ერთი მათგანის მოკლება უმძიმესი შედეგის მომტანი იქნება ქვეყნისათვის. აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ ერთა თვითმყოფადობის უმთავრეს ფაქტორად დღეს კულტურული არეალიღა რჩება, რადგან მსოფლიო ინტეგრაციის პირობებში თანამედროვე ქვეყნების პოლიტიკური და ეკონომიკური საზღვრები თანდათან კარგავს თავის უწინდელ დანიშნულებას. კულტურა მხოლოდ მწერლობაში, ხელოვნებასა და მეცნიერებაში არ ვლინდება, არამედ მთელი საზოგადოების ცნობიერებასა და ყოფა-ცხოვრებაშიც. გლობალიზაციის პროცესი ბუნებრივად იწვევს იმ ხალხებისა და კულტურების ასიმილაციასა და ზოგჯერ სრულ გაქრობასაც, რომელნიც ვერ გამოიმუშავებენ სათანადო იმუნიტეტს, მაგრამ ეს არ არის ახალი მოვლენა. ისტორიულად ცნობილი ყველა დიდი იმპერია ცდილობდა განეხორციელებინა გლობალიზაციის ერთგვარი პროცესი. დღეს კი ამან საყოველთაო ხასიათი მიიღო. ჩვენ არ უნდა შეგვეშინდეს ინტეგრაციისა, რადგან წარსულის დიდი გამოცდილება გვაქვს და ვიცით, რომ საუკუნეთა მანძილზე ქართული კულტურა არაერთი უძლიერესი იმპერიის გავლენას განიცდიდა, მაგრამ ღვთის განგებითა და ჩვენი წინაპართა ძალისხმევით არასდროს დაგვიკარგავს თვითმყოფადობა. ეს დღესაც უნდა შევძლოთ.’’ (თბილისი, 2006 წ, სააღდგომო ეპისტოლე.) დღეს მსოფლიოს ყველა ეთნოკულტურა დგას უდიდესი გამოცდის წინაშე, რათა როგორმე შეძლონ და არ დაკარგონ თავისი ეროვნული თვითმყოფადობა. ერთი რამ ცხადია: ჩვენ, ქართველმა ერმა, უნდა გადავლახოთ ჩვენ წინაშე მდგარი მსოფლიო ერთიან სივრცეში უნიფიცირების უდიდესი საფრთხე, უნდა მოვარგოთ გასაღები შექმნილ საერთაშორისო მდგომარეობას და უნდა შევძლოთ ჩვენი ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნება. უნდა ვისწავლოთ გამორჩევა ძირითადისა მეორე ხარისხოვანისაგან. ჩვენი ერის წინაშე მდგარი უმთავრესი საფრთხე მსოფლიო გლობალიზაციის პირობებში ჩვენი ეროვნული თვითშეგნების დაკარგვაში მდგომარეობს. ამასთან, ქართველმა ერმა კარგად უნდა გავაცნობიეროთ, რომ თავად გლობალიზაცია არ შეიძლება იყოს ქართველი ერის არც მტერი და არც მოყვარე, რამეთუ იგი წარმოადგენს მსოფლიოში არსებული ნებისმიერი ერის მსოფლიოს ერთიან სივრცეში ინფორმაციული, სავაჭრო, ფინანსური, ეკონომიკური ინტეგრირების ობიექტურად აღძრულ პროცესს. გლობალიზაცია არის ცივილიზაციის განვითარების შედეგი და მიუხედავად იმისა, რომ, როგორც აქტიურად გამოხატული მოვლენა, თავისი არსებობის სულ რაღაც ათ–თხუთმეტ წელიწადს ითვლის, დღეს უკვე წარმოადგენს იმ საერთაშორისო გარემოს, რომლის წინაშეც (მიუხედავად იმისა, აქვს ამის სურვილი ვინმეს თუ არა) მაინც მოუწევს მსოფლიოს ყველა ერსა და ეთნოსს გამოცდის ჩაბარება თავისი ეთნოკულტურული თვითმყოფადობის შენარჩუნებაზე. ის ერი, რომელიც ვერ ჩააბარებს აღნიშნულ გამოცდას, დაკარგავს თავის თავს. ხოლო ვინც შეძლებს ისე მოახდინოს თავისი ეროვნული სხეულის ინტეგრირება მსოფლიოს ერთიან ინფორმაციულ, სავაჭრო, ეკონომიკურ თუ ფინანსურ სივრცეში, რომ თავისი ეროვნული თვითმყოფადობა არ დაკარგოს, გამოვა გამარჯვებული. ჩვენ ვალდებული ვართ, დავიცვათ ჩვენი ეროვნული თვითმყოფადობა და ამ ბრძოლაში ჩვენი მიზანი შეიძლება იყოს მხოლოდ ერთი – გამარჯვება. იმის გასაცნობიერებლად, თუ რა არის საჭირო, რათა ქართველი ერი შექმნილი ურთულესი მდგომარეობიდან გამოვიდეს, კვლავ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის სიტყვები გვასწავლის: ,,აუცილებლად რაღაც ისეთი იდეა უნდა გვქონდეს ერს, ხელისუფლებას, ეკლესიას, რომელსაც გაჰყვება ჩვენი ერი, რომელსაც ხელში აიტაცებს, როგორც ძვირფას საუნჯეს და ამით შეაბიჯებს მომავალში’’ (2004 წლის 28 ნოემბრის ქადაგება). სწორედ მშობელი ერისა და სამშობლოსადმი ერთგულება არის ის ერთადერთი იარაღი, რომელსაც შეუძლია ერის, ეკლესიისა და ხელისუფლების გაერთიანება. არ შეიძლება გლობალიზაციის პროცესის დადებითად, ან უარყოფითად შეფასება, რადგან ის შეიცავს როგორც პოზიტიურ, ასევე ნეგატიურ თვისებებსაც. ერთის მხრივ, აცხადებენ, რომ გლობალიზაცია მიმართულია გაერთგვაროვნებისაკენ და ცხოვრების წესის სტანდარტიზაციისაკენ, რაც თავისთავად გულისხმობს კულტურათა ორიგინალობის გაქრობას. მეორე მხრივ, არსებობენ საზოგადოებები, რომელთათვისაც გლობალიზაცია წარმოადგენს განვითარებისა და მსოფლიოში საკუთარი ადგილის დამკვიდრების კარგ საშუალებას. ძირითადად ეს ეხებათ მცირე კულტურებს. ამდენად, აუცილებელია განიხილოს სხვადსხვა საზოგადოების დამოკიდებულება და რეაქცია გლობალიზაციისადმი, რადგან იგი ხელს შეგვიწყობს, უკეთ გავაანალიზოთ პროცესის არსი, შეძლებისდაგავარად მკვეთრად გამოვყოთ საქართველოსათვის, თუ რა შეიძლება აღმოჩნდეს დადებითი და რა – უარყოფითი, რადგან ის, რაც მისაღებია ერთისათვის, მიუღებელია მეორესთვის. სხვათა გამოცდილების გაანალიზება და შესწავლა საშუალებას მოგვცემს, ჩამოვაყალიბოთ გლობალიზაციისადმი საკუთარი მიდგომა. ზოგადად კი, გლობალიზაცია არის პროცესი, რომელიც მსოფლიოს დავიწროებას ახდენს. დედამიწას ,,პატარა დიდი სოფელი” შეიძლება ეწოდოს. ეს არის ერთიანი ,,მსოფლიო.” მსოფლიო საზოგადოება წარმოადგენს არა მეგასაზოგადოებას, რომელიც თავის თავში აერთიანებს და აქრობს ყველა ნაციონალურ საზოგადოებას, არამედ მრავალფეროვნებით გამორჩეულ და ინტეგრაციას დაუქვემდებარებელ მსოფლიო ჰორიზონტს, რომელიც იღება მაშინვე, როცა ის იქმნება და ამასთან, ინარჩუნებს კომუნიკაციისა და მოქმედების თავისუფლებას. მოამზადა თეონა ნოზაძემ 214 4653 სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ,
ოთხშაბათი, 05.10.2016, 21.27.39
მოგესალმები სტუმარი

მედიაკრიტიკა

                                                                  სამეცნიერო   ჟურნალი 

სტატიების კატალოგი

მთავარი » სტატიები » სტუდენტური გვერდი » სტუდენტ მაგისტრანტთა სამეცნიერო გვერდი

გლობალიზაციის ზოგადი თავისებურებანი
თიკო კილაძე
globaluri teleqselebi globalizaciis procesSi

 globalizaciis zogadi Taviseburebani
       XX saukunis miwuruls yvelam gaacnobiera rom msoflio marSal makluenis TqmiT marTlac erT did-"globalur soflad iqca”
  Gglobalizacia araerTgvarovani macduri cnebaa, am Temisadmi 1980 wlidan moyolebuli udidesi interesis miuxedavad misi zusti mniSvneloba dRemde araa dadgenili. ase rom Tanabrad ixmareba procesis, politikis marketinguli strategiis mdgomareobis an Tundac ideologiis aRsaniSnavad. Problemaa isaa rom globalizacia gadabmuli da urTierT dakavSirebuli procesebis erTobliobaa, magram amavedros es procesebi SeiZleba xSirad erTmaneTis sruliad sapirispiro da sawinaagmdegoc aRmoCndes. Mmisi gansazRvris saukeTeso mcdeloba mainc keniCi omaes (1989w)”msoflio sazgvrebis gareSea”.  saxelmwifoebs Soris tradiciuli sazRvrebis ignorirebisa da Tavisufali mimosvlis Camoyalibebis garda, sxvadasxva qveynebis xalxTa daaxloebasac asaxavs- warsulsSi arsebuli sivrcis gadalaxvis problema dResdReobiT faqtiurad agarc arsebobs. ian Solte(2005) globalizacias sicilauri sivrcis gadafasebasTan akavSirebda da amtkicebda rom saerTaSoriso kavSirebisa da kontaqtebis gamo teritoriis cneba sul ufro da ufro kargad Tavis pirvandel mniSvnelobas. magaliTad kompiuteris erTi marigi operaciis meSveobiT msoflios garSemo udidesi raodenobis eleqtronuli fuli trialebs... anZebi da satelituri danadgarebi satelefono gzavnilebisa da satelevizio programebis myisier gadacemas uzrunvelyofen.
Kkulturuli globalizacia _ informaciis saerTo Rirebulebebis Tradiciebisa Tu Cveulebebis gacvla gamocvliT –erebs regionebsa da adamianebs Soris gansxvavebebis daqrobis safrTxes aCens. Mmakdonaldizaciis procesi amis sauketeso magaliTia. Kkulturis globalizacias xels egret wodebuli sainformacio revoluciac uwyobs. anu satelituri komunikaciis, telekomunikaciebSi, sainformacio teqnologiebisa da interenetis ganviTareba. Tumca kulturas globalizaciis mxardaceris garda misi sekavebac SeuZlia da holivuduri filmebis naikis firmis sportuli aRkazmulobisa Tu sratbaqsis yavis saxlebis momravlebasTan erTad adgilobrivi kulturisa da Cveulebebis  gaTvaliswinebac aucilebelia.
     saukuneebis manZilze xalxebi Taviani TviTmyofadobis SenarCunebas sakuTari erovnuli kulturis SenarCunebis fasad axerxebdnen swored errovnuli kultura da erovnuli ena iyo is ganmasxvavebeli niSani romelic ama Tu im xalxs sxvebisgan ganasxvavebda da erovnuli idenTifikaciis saSualebas iZleoda. Aamdenad erovneba da erovnuli kultura TiTqmis gaigivebul cnebebad aRiqmeboda da pirovneba maSin iTvleboda garkveuli erovnebis warmomadgenlad roca amave erovnuli kulturis matarebeli iyo. globalizaciis procesma es TiTqosda xelSeuxebeli sferoc moicva. bevris azriT TandaTan qreba erovnuli kulturis unikaluri mravalferovneba da yalibdeba globaluri zeerovnuli masobrivi kultura romelic sxva araferia Tu ara dasavleTis kerZod amerikis SeerTebuli Statebis sirogatuli kulturis mTels msoflioSi gavrceleba. Ee.i. erovnuli kulturebis  naclad yalibdeba kosmopolituri kultura sadac yvelaferi erovnuli ikargeba sxvadasxva qveynebis mosaxleobas acvia erTnairad Camen erTsa da imave saCmels (makdoldsizacia) svaven erTsa da imave sasmels (koka_kolizacia) usmenen erTsa da imave musikas uyureben erTsa da imave filmebsa da telegadacemebs yovelive amis Sedegad aqvT erTnairi Rirebulebebi da erTnairad fiqroben. Mmokled yalibdeba uerovnebo kosmopoliti msoflio moqalaqe.
  Bolo saukuneebSi dasavleTis dawinaurebam rogorc politikurad ise ekonomikurad da kulturulad Camoayaliba RirebulebaTa sistema romelic dasavleTSi aRiqmeba universalur da ertaderT WeSmarit sistemad amitom yvela sxva Sexeduleba romelic ewinaaRmdegeba dasavlurs iTvleba ucxod da miuReblad. Aamocana swored isa rom moxdes dasavluri azrovnebis dasavluri faseulobebis da dasavluri cxovrebis stilis sayovelTao globaluri gavrceleba. Msoflios unda ecvas, Camdes, fiqrobdes afasebdes ise rogorc dasavleTi. Ra Taqma unda amas ZaliT aravin axorcielebs magram dRevandeli komunikaciis (da esec dasavleTis miRwevaa) ubrZolvelad usisxlod SeparviT da SeumCnevlad xdeba dasavluri cxovrebis stilis damkvidreba.
 Mmagram TviTon dasavleTic ar aris homogenuri da dasavlur erovnul kulturebs Sorisac sakmao gansxvavebaa. Aamitom TviT dasavlur kulturebs Soris dapirispirebisas upiratesoba politikurad da ekonomikiurad yvelaze Zlieri qveynis AaSS-is mxarezea. Sesabamisad amerikuli kulturis dominant udavoa da vesternizacia upirveles yovlisa amerikanizaciaa. Aamerikelebi amaSi arabunebrivs arafers xedaven radgan miaCniaT rom amerikuli kultura ukve TviTonve warmoadgens sinTezur kulturas romelic sxvadasxva (maTSoris zogierTi aradasavluri) kulturebis Serwymis Sedegad warmoiSva.
    cxadia sul sxva gvarad aRiqvamen dasavlur da kerZod amerikuli kulturis moZalebas aradasavluri civilizaciebi maTTvis amerikuli musika Tu teleserialebi makdonaldsi Tu koka-kola holivudi Tu CNN, da rac mTavaria amerikuli liberalizmi da demokratia aris is iaraRi, romliTac nadgurdeba maTi civilizacia, erovnuli kulturebi, religia, TviTmyofadoba da identuroba. Aamitomac sul ufro da ufro met qveyanaSi Cndeba aSkarad eqsremistuli, nacionalisturi Tu religiuli jgufebi, romelTa mizani amerikis da saerTod dasavleTis gavlenis gaZlierebis winaaRmdeg brZolaa. marto islamisturi organizaciebis gavrcelebac ki sakmarisia, raTa warmovidginoT is masStabebi, rac dasavluri kulturuli imperializmis gavrcelebas da mis sawinaaRmdego moqmedebebs mohyva.
   globalizacia TavisTavad metad sakamaTo sakiTxad iqca. maSin, roca saxelmwifoebis meTaurTa umravlesoba globalizeburi ekonomikis Tavis sasargeblod gamoyenebas cdilobs, xalxSi (ZiriTadad ganviTarebul, iSviaTad – ganviTarebad qveynebSi) antiglobalisturi moZraobebi yalibdeba, aseTma danawilebam SeiZleba iTqvas, tradiculi kapitalizmisa d socializmis – memarcxeneebisa da memarjvennbis dapirispireba Secvala.
   pirveli sakamaTo sakiTxi zogadad globalizaciis da misi mamoZravebeli Zalebis arsebobaa. "morwmuneebs” dasturad 1980 wlidan kulturis, ekonomikis, mecnierebis Tu politikis sferoebSi wamowyebuli, intensiuri, TiTqmis revoluciuri cvlilebebi mohyavT. aRsaniSnavia Tavisufali vaWrobis zrda anu safinanso garigebebis da fuladi gadaricxvebis simravle; sakomunikacio teqnologiebis ganviTareba da saerTo moTxovnis saqonlis gamoCena, romelsac myidveli yvela qveyanaSi hyavs. ukidures SemTxvevaSi – hiperglobalizmi – sayovelTao teqnikuri ganviTareba – Zalauneburad globalizacias uwyobs xels da aqedan gamomdinare, procesic gardauvali xdeba. Tumca, 1990 wlis (gansakuTrebiT ki 9/11-is) Semdeg – globalizacias mainc mouwia tempis dagdeba, rac msoflio ekonomikis cvlilebebSi da sasazRvro dacvis gamkacrebaSi aisaxa.
   yvelaze  meti kritika mainc globalizaciis Sedgs exeba – rac, mowinaaRmdegTa azriT gardauvali siRatake da mkveTrad gamoxatuli uTanasworoba iqneba. maTi SefasebiT, globalizacia TamaSia: gamarjvebuli mxare damarcxebuls Cagravs. zogadad am TamaSSi gamarjvebulad mravalnacionaluri korporaciebi da ganviTarebuli qveynebi xdebian, magram mTlianobaSi mainc aSS igulisxmeba. wagebuli ki ganviTarebadi qveynebi rCeba, sadac xelfasebi Zalian dabalia, safinanso SezRudvebi – mcire an saerTod ararsbuli da sadac globaluri bazrebi ufro da ufro met gavlenas iZens. maSin, roca amerika da sxva dasavluri ekonomikis saxelmwifoebi 1980 wlidan udides progress aRweven, Rarib qveynebSi cxovrebis standarti ukiduresad ecema.
კატეგორია: სტუდენტ მაგისტრანტთა სამეცნიერო გვერდი | დაამატა: 

Thursday, September 8, 2016

 ქეის-მეთოდის გამოყენება გეოგრაფიის გაკვეთილზე

ქეისს რამდენიმე განსაზღვრება აქვს:  ქეისი  – რეალური სიტუაციის აღწერაა;  ქეისი – რეალობის მომენატალური  სურათია,  მყოფადობის, არსებობის  ფოტოგრაფიაა;  ქეისი – არა მარტო მოვლენის  რეალური აღწერაა, არამედ ერთიანი ინფორმაციული კომპლექსია, რომელიც საშუალებას გვაძლევს გავეცნოთ  სიტუაციას.
 ქეის- მეთოდი  ინსტრუმენტია, რომელიც საშუალებას გვაძლევს  თეორიული ცოდნა გამოვიყენოთ პრაქტიკული ამოცანების შესრულებისას. მეთოდი მოსწავლეებს უვითარებს დამოუკიდებელ  აზროვნებას, სხვისი აზრის მოსმენისა და ალტერნატიული შეხედულების გაზიარების უნარებს, საკუთარი  აზრის  არგუმენტირებულად წარმოდგენას. ამ მეთოდის წყალობით  მოსწავლეებს საშუალება აქვთ გამოამჟღავნონ და განავითარონ   ანალიტიკური და  შეფასებითი უნარები,  ისწავლონ ჯგუფური მუშაობა,  იპოვონ  დასმული პრობლემის  გადაჭრის რაციონალური გზები.
ქეის-მეთოდის ძირითადი ფუნქციაა  ასწავლოს მოსწავლეებს  რთული არასტრუქტურული  პრობლემების გადაწყვეტა, რომელთა გადაჭრა ვერ ხერხდება ანალიტიკური ხერხით.  ქეის-მეთოდი ააქტიურებს მოსწავლეებს, ავითარებს ინფორმაციულ და კომუნიკაციურ კომპეტენციებს.  იგი განსაკუთრებით კარგად გამოიყენება  საზოგადოებრივი  გეოგრაფიის საკითხების შესწავლისას, რადგან ამ სფეროში მუდმივად ხდება შინაარსის განახლება, რაც მოსწავლეებს საშუალებას აძლევს  მოახდინონ სიტუაციის შედარებითი ანალიზი.
ქეისებზე მუშაობა შემდეგ ეტაპებს მოიცავს: ინფორმაციის კრიტიკული გააზრება,  პრობლემის გამოკვეთა, პრობლემის გამომწვევ მიზეზებზე  ორიენტირებული ანალიზი, პრობლემის გადაჭრაზე მიმართული იდეების ძიება ან სამოქმედო  გეგმის შემუშავება.
ქეისებით მუშაობა გაკვეთილზე 3 ეტაპად მიმდინარეობს:
1-ლი  ეტაპი  – გაცნობითი ეტაპი – ინდივიდუალური  მომზადება. ამ  ეტაპზე  ხდება ქეისის გაცნობა და მოსწავლეთა ჩართვა რეალური სიტუაციის განხილვაში.   პრაქტიკა აჩვენებს, რომ გაკვეთილზე  ყველაზე კარგია  1-3 გვერდიანი ნაბეჭდი ქეისის გამოყენება, რომლის წაკითხვაც შესაძლებელია  5-10 წუთის განმავლობაში.
მე-2 ეტაპი  – ძირითადი ეტაპი  – მუშაობა მცირე ჯგუფებში. ამ დროს  ფორმირდება პრობლემის გადაწყვეტის სხვადასხვა მიდგომები. ჯგუფის წევრებმა  უნდა შეიმუშაონ  საერთო მოსაზრება, რომელსაც შეიძლება თან დაერთოს სქემები, თეზისები. უნდა აღინიშნოს, რომ საერთო აზრის შემუშავება  მასწავლებლისათვის  თვითმიზანი არაა. იგი სასურველია, მაგრამ თითოეულ მოსწავლეს შეუძლია ჰქონდეს საკუთარი, განსხვავებული აზრი და გამოთქვას იგი  დისკუსიის დროს ანუ მესამე ეტაპზე. მეთოდი  case-study აღნიშნულ სიტუაციაში კოლექტიური სწავლების  მეთოდის როლშია, რომლის მნიშვნელოვანი ნაწილია სწორედ ჯგუფებში მუშაობა და ინფორმაციის ურთიერთგაცვლა. ჯგუფების საქმიანობის პროდუქტები განხილვის საკითხია. მნიშვნელოვანია ერთიანი აზრის  შემუშავება ქეისის დავალებაზე.
მე-3 ეტაპი –  ჯგუფის  საავტორო პროდუქტის პრეზენტაცია თანმხლები დისკუსიით.  თითოეული ჯგუფი  წარმოადგენს   პრობლემის გადაწყვეტის თავის ვარიანტს მოკლედ და მკაფიოდ.   ჯგუფის პრეზენტაციას უნდა დაეთმოს 3 წუთი.  შემდეგ იწყება დისკუსია ჯგუფებს შორის, რომლითაც  სრულდება  კონკრეტულ სიტუაციაზე  მუშაობა და  ამავე დროს აქვს დიდი განმავითარებელი  პოტენციალი.  დიკუსიის დამთავრების შემდეგ მასწავლებელი გამოთქვამს თავის მოსაზრებას, თუმცა არ ამტკიცებს, რომ იგი ერთადერთი და სწორია, რითაც ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ ის და მოსწავლეები  პარტნიორები არიან. ამავე ეტაპზე ხდება მოსწავლეთა ნამუშევრების შეფასება.  მაგალითისთვის განვიხილოთ თემა ”საქართველოს  ტურისტულ- რეკრეაციული რესურსები და ტურიზმის განვითარება“. გაკვეთილზე უნდა მოხდეს  ტურისტულ-რეკრეაციული რესურსების პოტენციალის განხილვა და საქართველოში ტურიზმის განვითარების პრობლემის ფორმირების მიზეზების დადგენა და გადაჭრის გზების ძიება ქეისების საფუძველზე. ქეისმა, მოქმედების ეფექტური ვარიანტების გასააზრებლად, ერთდროულად უნდა შეასრულოს ტექნიკური დავალებისა და ინფორმაციის წყაროს ფუნქცია.
განვიხილოთ  ერთი გაკვეთილის ნიმუში.
თემა: ტურიზმი საქართველოში, მე-9 კლასი.
მიზანი: საქართველოში ტურიზმის  განვითარების პრობლემებისა და პერსპექტივების გამოვლენა;  მოსწავლეთა  ინფორმაციული და კომუნიკაციური უნარების განვითარება;
რესურსები: სლაიდ-შოუ ან სარეკლამო ვიდეორგოლი საქართველოს შესახებ, დიაგრამა, ქეისი – ტექსტი ან ინტერვიუ საქართველოს ტურიზმის შესახებ, ინტერნეტი, პროექტორი,  კომპიუტერი.
გაკვეთილის მსვლელობა:
სლაიდ-შოუს ან სარეკლამო ვიდეორგოლის ”კეთილი იყოს თქვენი მობრძანება საქართველოში“
ნახვის შემდეგ  მასწავლებელი  ეკითხება მოსწავლეებს:  თქვენი აზრით  რა მიზნით შეიძლება იქნეს გამოყენებული  მოცემული მასალა?
მოსწავლეთა პასუხი:  რეკლამის სახით, რათა რაც შეიძლება მეტი უცხოელი ტურისტი ჩამოვიდეს საქართველოში.
მასწავლებელი აჩვენებს დიაგრამას და  სვამს კითხვას: რაზე  მეტყველებს დიაგრამა: „უცხოელი ტურისტების დინამიკა საქართველოში“.
bl
მოსწავლეთა სავარაუდო პასუხი: დიაგრამის მიხედვით- ადგილი აქვს ტურისტთა რიცხვის ზრდას ან შემცირებას.
მასწავლებელი: თქვენი აზრით ეს დადებითი თუ უარყოფითი მომენტია?  რატომ?
მოსწავლეებს ეძლევათ დრო  არგუმენტირებული პასუხებისთვის. შემდეგ ხდება განხილვა.
მასწავლებელი: უცხოელ ტურისტებს ქვეყანაში შემოაქვთ დამატებითი კაპიტალი და ასეთი სურათი გვაქვს: ა) გვაქვს რესურსული პოტენციალი, რითაც  შეგვიძლია ტურისტების მოზიდვა; ბ)  მცირეა  ტურისტების რიცხვი, ვისაც მათი მონახულება ან დასვენება უნდა.
მოცემული  პრობლემის გადასაწყევტად მოსწავლეებს  ეძლევათ  ქეისი: საქართველოს ტურისტულ რეკრეაციული პოტენციალი და ტურიზმის განვითარების პერსპექტივები.  (ქეისს მასწავლებელი წინასწარ ამზადებს.)
მოსწავლეები მუშაობენ ჯგუფებში 20 წუთის განმავლობაში. მათი დავალებაა: 1. ჩამოაყალიბონ საქართველოს ტურიზმის ძირითადი პრობლემა; 2. განსაზღვრონ მიზეზები, რამაც გამოიწვია ეს პრობლემა;  3.  დასახონ მათი გადაჭრის გზები.
დროის გასვლის შემდეგ თითოეული ჯგუფი წარმოადგენს შესრულებულ სამუშაოს,  მიმდინარეობს განხილვა.
 გაკვეთილის საქმიანობის პროდუქტი: საქართველოს ტურიზმის პრობლემის ერთიანი  ფორმულირება და მათი გადაჭრის გზების დასახვა.
პრობლემა:   ტურიზმის განვითარების შემაფერხებელი გარემოებები.
პრობლემის გამომწვევი მიზეზები:
  1. ნეგატიური ინფორმაცია საქართველოს შესახებ მსოფლიოს მასობრივი ინფორმაციის წყაროებში (ბუნებრივი კატაკლიზმები, არასტაბილური გარემო და სხვ.)
  2. უცხოელთა პირადი უსფრთხოების  გარანტიების არ არსებობა;
  3. ტურებისა და მომსახურების სიძვირე.
პრობლემის გადაჭრის გზები: საქართველოს ტურისტული ბიზნესის
 განვითარებისათვის  სახელმწიფო პროგრამის შემუშავება.

რეფლექსია:  მოსწავლეებმა გაკვეთილი უნდა შეაფასონ სამი პოზიციის  მიხედვით:
  • შინაარსისადმი ინტერესი
  • გაკვეთილის მნიშვნელობა
  • მოსწავლეთა აქტიურობა
საინტერესოა                  7  6    5                4   3     2    1   0       არ არის საინტერესო
სასარგებლოა                  7   6   5    4   3    2    1     0      არ არის სასარგებლო
      ვიყავი აქტიური             7   6   5    4   3    2    1    0       არ ვიყავი აქტიური
საშინაო  დავალება:
მოსწავლეებმა უნდა მოამზადონ სარეკლამო ბუკლეტი ან ფურცელი საქართველოს რომელიმე მხარის ან ადგილის შესახებ, ისე  რომ დააინტერესონ და  შეძლონ  უცხოელი ტურისტების მიზიდვა.
ქეის-მეთოდის გამოყენება ეფექტურია  განვლილი მასალის გამეორებისას და განმტკიცებისას. თუმცა პრაქტიკამ აჩვენა, რომ იგი ასევე  პროდუქტიულია ახალი მასალის შესწავლის დროსაც.

კომენტარები

3 comments