Thursday, July 14, 2016

კვლევაზე  დაფუძნებული სწავლების მაგალითი  გეოგრაფიაში

კვლევის სათაური: ახდენს თუ არა გავლენას საყოფაცხოვრებო ნარჩენები გარემოს მდგომარეობასა და ადამიანის ჯანმრთელობაზე.
კვლევის მიზანი: მოსწავლემ შეძლოს, დაადგინოს, რა გავლენას ახდენს  საყოფაცხოვრებო ნარჩენები გარემოს მდგომარეობასა და ადამიანის ჯანმრთელობაზე. გააცნობიეროს, რომ შესაძლებელია საყოფაცხოვრებო ნარჩენების  მეორადი გამოყენება  და უტილიზაცია, ისე, რომ არ მიაყენოს ზიანი გარემოს.
კვლევის ამოცანები: გამოიკვლიონ ნარჩენების სახეები; გაეცნონ საყოფაცხოვრებო  ნარჩენების გადამუშავების ხერხებს; მოიძიონ ინფორმაცია ნარჩენების მეორადი გადამუშავებისა და უტილიზაციის შედეგების შესახებ; დასახონ  საყოფაცხოვრებო ნარჩენების მეორადი გამოყენების გზები.
კვლევის ობიექტი: მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენები და მათი უტილიზაციისა და მეორადი გამოყენების ხერხები.
რესურსები: სპეციალური კონტეინერები ან მუყაოს ყუთები, სასწორი, პასტა, ფურცელი, კომპიუტერი, ინტერნეტი.
სამუშაოს მსვლელობა კვლევის ეტაპების მიხედვით:
  1. საკვლევი თემის შესახებ  ინფორმაციის გახსენება,  მოძიება და შეგროვება:
ა) მოსწავლეებმა კითხვა-პასუხის რეჟიმში უნდა გაიხსენონ, რა იციან ზოგადად  ნარჩენების, და მათ შორის, საყოფაცხოვრებო ნარჩენების შესახებ. ასევე სმენიათ თუ არა რაიმე ნარჩენების გადამუშავების ხერხების შესახებ. (სავარაუდო კითხვები: რა სახის ნარჩენები არსებობს? სად  მიდის ეს ნარჩენები? ხდება თუ არა მათი მეორადი გამოყენება და რატომ? სმენიათ თუ არა რაიმე ნარჩენების დახარისხების შესახებ?  ახარისხებენ თუ არა ნარჩენებს  მათ ოჯახში და თავად თუ მონაწილეობენ ამ პროცესში? ხომ არ  სმენიათ  მეორადად გამოყენებული საგნების შესახებ? თავად ხომ არ დაუმზადებიათ რაიმე?).
ბ) შემდეგ   ეტაპზე  მოსწავლეებმა  უნდა მოიძიონ ახალი   ინფორმაცია საყოფაცხოვრებო ნარჩენების დახარისხების, გადამუშავებისა და უტილიზაციის ხერხების შესახებ. (მაგალითი – ახალი ინფორმაცია:  ა) ადამიანები ყოველდღიურად საკმაოდ ბევრ საყოფაცხოვრებო ნარჩენს აწარმოებენ, ბუნება კი ვერ უმკლავდება მათ გარდაქმნასა და უტილიზაციას. აღმოჩნდა, რომ ჩვენ მიერ მოხმარებული ზოგიერთი  საგნის  გარემოში გახრწნის პერიოდი იმაზე უფრო ბევრად ხანგრძლივია, ვიდრე ადამიანის სიცოცხლე. მაგ;  ნარჩენების სრულად დაშლის დრო ქაღალდის ხელსახოცისთვის 2-3 კვირაა, გაზეთისთვის – 1.5 თვე,  რძის მუყაოს ყუთისთვის – 5 წელი, პენოპლასტის ჭიქისთვის – 50 წელი, ალუმინის ჭიქისთვის – 200 წელი, პოლიეთილენის  პარკისთვის – 200- 1000 წელი.  ბ) ტერმინი – 3R შესაბამისი სამი სიტყვის (ანუ იმ სამი ქმედების) პირველი ასოების ერთობლიობას წარმოადგენს, რომელიც ყველაზე მთავარია ნარჩენების მართვის პროცესში. ესენია: Reduce – შემცირება; Reuse – ხელახალი გამოყენება; Recycle – რეციკლირება, ანუ გადამუშავება).
  1. ჰიპოთეზის წამოყენება: ა)  საყოფაცხოვრებო ნარჩენები ზიანს აყენებს გარემოს და უარყოფითად მოქმედებს ადამიანის ჯანმრთელობაზე; ბ) საყოფაცხოვრებო ნარჩენების უტილიზაცია შესაძლებელია გარემოზე ზიანის მიუყენებლად; გ) შესაძლებელია საყოფაცხოვრებო ნარჩენების მეორადი გამოყენება.
  2. კვლევის დაგეგმვა და ჩატარება:
1-ლი ეტაპი:   ნარჩენების დახარისხება.  ერთი კვირის განმავლობაში დაახარისხეთ თქვენი ოჯახის  მიერ  მოხმარებული საყოფაცხოვრებო ნარჩენები შემდეგ კატეგორიებად – ქაღალდი (გაზეთები, ჟურნალები, ნახმარი ხელსახოცები, მუყაოს ყუთები და სხვ);  ლითონის ნივთები (რკინის ან ალუმინის ქილები, აეროზოლის ბალონები  და სხვ.) პლასტმასისა და პლასტიკატის ნივთები (ერთჯერადი ჭურჭელი, ბოთლები, ქილები, ცელოფნის პარკები და სხვ.), მინის ნივთები (ქილები, ბოთლები და სხვ.) და კვების ნარჩენები. ნარჩენები მოათავსეთ ცალ-ცალკე კონტეინერებში ან მუყაოს ყუთებში
მე-2 ეტაპი: ნარჩენების აწონვა.  კვირის განმავლობაში დახარისხებული ნარჩენების თითოეული კატეგორია აწონეთ  და ჩაინიშნეთ მათი მასები. მონაცემები შეიტანეთ ცხრილში და გამოთვალეთ ნარჩენის საერთო მასა. ცხრილის შესადგენად გამოიყენეთ Microsoft Excel-ის პროგრამა. მაგალითი;

მე-2 ეტაპი: ნარჩენების აწონვა.  კვირის განმავლობაში დახარისხებული ნარჩენების თითოეული კატეგორია აწონეთ  და ჩაინიშნეთ მათი მასები. მონაცემები შეიტანეთ ცხრილში და გამოთვალეთ ნარჩენის საერთო მასა. ცხრილის შესადგენად გამოიყენეთ Microsoft Excel-ის პროგრამა. მაგალითი;map

     პრობლემაზე ორიენტირებული გაკვეთილი გეოგრაფიაში
       
                                 globes2

პრობლემაზე ორიენტირებული გაკვეთილი სამოდელო გაკვეთილის ერთ-ერთი ტიპია, რომლის ჩატარებაც მასწავლებელს მოეთხოვება. გეოგრაფიის გაკვეთილზე არაერთი პრობლემის დასმა და გადაჭრაა შეასაძლებელი. პრობლემაზე ორიენტირებულ გაკვეთილზე ხდება კრიტიკული აზროვნების განვითარება, რაც ამა თუ იმ საკითხისადმი გონივრულ მიდგომას გულისხმობს.
პრობლემაზე დაფუძნებული სწავლა განსაკუთრებით ზრდის მოსწავლის მოტივაციას. იგი აქტიურ სწავლაშია ჩართული და რეალური პრობლემების გადაჭრაზე მუშაობს, რის შედეგადაც სწავლა მისთვის უფრო საინტერესო და სახალისო ხდება. პრობლემაზე დაფუძნებული სწავლის დროს მოსწავლე გამოიმუშავებს კოგნიტიურ უნარებს, რომლებიც მას უჩვეულო და მოულოდნელი სიტუაციის ანალიზში ეხმარება.
გთავაზობთ მასალას და აქტივობებს პრობლემაზე ორიენტირებული გაკვეთილისთვის.
კლასი იყოფა ჯგუფებად. ტექსტი – „ატმოსფერო და კლიმატური ცვლილებები“ – დაყოფილია ნაწილებად. თითოეული ნაწილი ცალკე ფურცელზეა დაწერილი. ფურცლები არეულია და კონვერტებშია ჩაწყობილი (კონვერტების რაოდენობა განისაზღვრება ჯგუფების რაოდენობის მიხედვით).
თითოეულ ჯგუფს ურიგდება კონვერტები ბარათებით. ჯგუფებმა უნდა ააწყონ ტექსტი ისე, რომ დააკავშირონ მოსაზრებები მიზეზისა და შედეგის შინაარსობრივი ურთიერთდამოკიდებულების მიხედვით, დააწებონ ბარათები ფორმატის ქაღალდზე და ისრებით მიუთითონ მათი თანმიმდევრობა.
ტექსტის აწყობის შემდეგ მოსწავლეებმა უნდა შეასრულონ შემდეგი დავალებები:
  1. ატმოსფეროს შემადგენლობა გამოსახონ სქემის სახით;
  2. ააგონ ატმოსფეროს შემადგენლობის წრიული დიაგრამა;
  3. შეავსონ მიზეზშედეგობრივი კავშირების სქემა, რომელიც გამოსახავს ატმოსფეროს დაბინძურების გავლენას კლიმატის ცვლილებებზე (ფიშბოუნი);
  4. მოვლენათა ჯაჭვის სქემის სახით წარმოადგინონ ჰაერის დაბინძურების ძირითადი შედეგები და იმსჯელონ მის დაცვაზე (მოვლენათა ჯაჭვი);
  5. წარმოადგინონ პრობლემის მოგვარებუის მათეული ხედვა.